|
2020-04-23 13:40:32, 1817 ნახვა
საზოგადოება
ტიკარაძე - ჯარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, მაგრამ არის შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი ვისაც დაუდასტურდა, საგანგაშო არაფერია
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, მაგრამ არის შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი ვისაც დაუდასტურდა, თუმცა საგნაგაშო არაფერია. მისი თქმით, აღნიშნულ ჯგუფებში სიტუაცია კონტროლირებადია და მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები. „დავიწყებ იმ ჯგუფიდან, სადაც არ დაფიქსირებულა კორონავირუსი და ეს არის ჯარი. ჯარში არ დაფიქსირებულა. არის რამდენიმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, სადაც დაფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია. ასევე არიან ექიმები, ვისაც დაუდასტურდათ. მათი რიცხვი დღესდღეობით არის 20-მდე. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც. სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ეს გაიდლაინი და ალგორითმი, რომლის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად, ამ ჯგუფებში სიტუაცია კონტროლირებადია და ჩვენ დამატებით ვმუშაობთ იმ უსაფრთხოების ზომების და ნორმების დანერგვაში და ასევე მიმდინარეობს გარკვეულწილად ტრენინგები ამ ჯგუფში, რათა ისინი სამომავლოდ იყვნენ უფრო მეტად დაცულები. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძირითადად გადატანილი აქვთ უსიმპტომოდ დაავადება, რაც ჩვენთვისაც გასათვალისწინებელია. თუმცა, პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ის ექიმი ვინც იყო აღმოჩენილი, დროებით იმყოფებიან მონიტორინგის ქვეშ, რათა ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რომ მათი მხრიდან უკვე შემდგომი ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)