|
2020-04-22 17:13:12, 1567 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი ოპოზიციას - რჩება შთაბეჭდილება, რომ უნდა გვქონდეს გარდაცვალების ათობით, ასობით შემთხვევა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი დაუჭიროთ და ეს ძალიან სამწუხაროა
"კარგად იცით, რომ არ ყოფილიყო ეს შეზღუდვები და პარლამენტს, პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობა არ გამოეცხადებინა, დღეს გაცილებით მეტი ინფიცირებული გვეყოლებოდა", - ასე მიმართა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიცია არ ხედავს იმ პოზიტიურ შედეგებს, რაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ თუნდაც ჯანდაცვის სისტემისთვის დროის მოგების კუთხით მოიტანა. „რჩება შთაბეჭდილება, რომ უნდა გვქონდეს გარდაცვალების ათობით, ასობით შემთხვევა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი დაუჭიროთ და ეს ძალიან სამწუხაროა. არ აფასებთ, რა პოზიტიური შედეგები მოგვიტანა საგანგებო მდგომარეობის გამოყენებამ მთელ ამ პერიოდში თუნდაც ჯანდაცვის სისტემისთვის დროის მოგების კუთხით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამის დანახვა არ გინდათ. ეს არის ფაქტი. თქვენ ცდილობთ, რომ გარკვეულწილად შეასუსტოთ ჩვენი არგუმენტები და აქცენტები გადაიტანოთ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არაერთხელ მითქვამს. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები როდის მოუგვარდებათ. თქვენამდე ეს ჩვენ ვთქვით და მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას ახლა ისე წარმოაჩენთ, თითქოს ამ გეგმის დღეს წარმოდგენა გჭირდებოდათ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მხარიდ აგეჭირათ, როდესაც ამის ძირითადი საფუძველი არის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ გადაადგილების შეზღუდვამ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვამ, დისტანციის დაცვის მოთხოვნამ და ამ მხრივ დაწესებულმა სხვა შეზღუდვებმა მოიტანა ის შედეგები, რაც დღეს გვაქვს, მაგრამ ამის დანახვა არ გინდათ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს ზოგიერთ შემთხვევაში შერჩევით მიდგომასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევებია. „გარკვეული ხარვეზები იქნება და ამ ერთი და ორი ხარვეზის გამო თქვენ მოქალაქეებს ეუბნებით, რომ მასობრივად, მიდგომა შერჩევითია, კანონი არ სრულდება და მოდით, თქვენც არ დაემორჩილოთ ამ შეზღუდვებს. თქვენ არ ითვალისწინებთ იმას, რომ ხვალ თუ ისინი შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან, ამას შეიძლება მოჰყვეს იტალია, ესპანეთი და თუ თქვენ ამ პასუხისმგებლობას იღებთ, კი ბატონო, ნუ დაუჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას", - მიმართა ნათია მეზვრიშვილმა დეპუტატებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)