|
2020-04-22 16:05:12, 2032 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი" დაზღვევა COVID-19-ის გართულებულ შემთხვევებს დააზღვევს
„თიბისი" დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს - COVID-19-ის გართულებული შემთხვევების დაზღვევას სთავაზობს. დაზღვევა ვირუსით ინფიცირების ორი სახის შემთხვევას დაფარავს: 1. დაზღვეულს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდება და სამედიცინო დაწესებულებაში დაავადების მძიმე მიმდინაროებით მოხვდება, ერთჯერადად 10 000 ლარი გადაეცემა, რომლის გამოყენება პაციენტს ნებისმიერი მიზნით შეეძლება. 2. სიცოცხლის დაზღვევა, ლეტალური შედეგის შემთხვევაში, დაზღვეულის ოჯახისთვის 50 000 ლარის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნულ დაზღვევას მოცდის პერიოდი აქვს, რაც ნიშნავს, რომ დაზღვევა პოლისის გაფორმებიდან 20 დღის შემდეგ დაფიქსირებულ შემთხვევებს აანაზღაურებს. დაზღვევის ღირებულება 19 ლარია და მისი შეძენა 18-დან 65 წლამდე ნებისმიერ მსურველს on.tbcinsurance.ge-ზე, ერთჯერადი გადახდით შეუძლია. დაზღვევა ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2020-მდე მოქმედებს. „ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. თუმცა, მკურნალობის გარდა, ასეთ დროს ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი ჩნდება. სწორედ ამიტომ COVID-19-ის გართულებებისგან დასაზღვევად სიცოცხლის დაზღვევის ახალი პროდუქტი შევქმენით, რომელიც დაზღვეულისა და მისი ოჯახის წევრების ყოველდღიური ცხოვრების მატერიალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - განაცხადა პაატა ღაძაძემ, "თიბისი" დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)