2015-08-14 12:14:24, 317 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე პირველი შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან გამართა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეტა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები, მათ შორის, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილმა და იანოშ ჰერმანმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან