17:22 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 11:25:45, 2255 ნახვა

ეკონომიკა
მარტში, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 3 პროცენტით გაიზარდა

2020 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.7 პროცენტით.

ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინა თვესთან შედარებით ფასების 2.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 2.05 პროცენტული პუნქტით აისახა.

ამავდროულად, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებზე (6.9 პროცენტი) და სასმელებზე (2.5 პროცენტი).

საქსტატის მონაცემებსი თანახმად, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

 • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.7 პროცენტით, რამაც მთლიანი წლიური ინდექსის ზრდაზე 7.05 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.

ფასები მომატებული იყო კვების პროდუქტებზე (12.4 პროცენტი);

• სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: დაფიქსირდა ფასების 13.7 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.89 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.

• ელექტროენერგია,აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები მომატებულია 7.4 პროცენტით და, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინდექსის წლიურ ცვლილებაში 0.78 პროცენტული პუნქტი შეადგინა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics