|
2020-04-20 19:50:55, 1491 ნახვა
საზოგადოება
გაზსადენზე ავტომანქანის შეჯახების გამო სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა
სანზონა, მუხრანისა და ტიბაანის ქუჩების კუთხეში გამავალი მაგისტრალური გაზსადენი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის თბილისი ენერჯის სამსახური და მიმდინარეობს საშუალო წნევის მილსადის აღდგენითი სამუშაოები. გაცნობებთ, რომ ავარიის გამო გაზის მიწოდება შეუწყდა სანზონის (ღრმაღელის) 6000 მდე აბონენტს. კერძოდ - დასახლების კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 24, 25, 26, 27, 28, გურამიშვილის გამზ. 15, 15ბ, 19, 19ა, 21, 23, გუდამაყრის ქ. 5, 7, 7ა, 7ბ, ლიახვის ქ. 1, ჩარგლის ქ. 25, 26, 35, მეტრო ,,ღრმაღელესთან" სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ (იგივე დ. გურამიშვილის გამზ. 23ა) შპს ,,ჯორჯიან ჰაუსი"-ს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე მუხრანის, ჩარგლის, ნაგომარის, გლინკას, ხორნაბუჯის, თიანეთის, ნ. შენგელაიას, ზიგზაგის, გვაზაურის, ლიახვის, რატევანის, ჟინვალის, ჭოპორტის, დ. გარეჯელისა და ბოგვის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტოიაზე განთავსებულ კომერციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებს, მათ შორისაა ჩარგლის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი #31, საჯარო სკოლა # 32, სკოლა # 207 და სხვა. ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება ხვალ 21 აპრილს 10.00 სთ-დან და დასრულდება 16:00 სთ-მდე. კომპანია თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ დაიცვათ გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)