|
2020-04-19 18:13:00, 1646 ნახვა
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძრიდან წმინდა ცეცხლი თავდაცვის ძალების ბრიგადების ტაძრებსა და თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ტაძარში მიაბრძანეს
მაცხოვრის საფლავზე გადმოსული წმინდა ცეცხლი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა სამების საკათედრო ტაძრიდან თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში მიიტანეს. სამხედრო პოლიციელებმა და კაპელანებმა იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტერიტორიაზე სამხედრო ბრიგადებში არსებულ ეკლესიებში მიაბრძანეს. საქართველოს მასშტაბით კი, სამხედროებმა წმინდა ცეცხლი რეგიონებში არსებული საკათედრო ტაძრებიდან წაიღეს. იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:50 საათზე გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. საქართველოში წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იმ სპეციალური რეისით მოხდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით დღეს შესრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)