13:51 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-19 12:55:09, 1515 ნახვა

კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი - ექიმი არ ვარ, მაგრამ მგონია, თუ ადამიანს სჯერა, თუ მტკიცეა, მისი იმუნური სისტემაც ძლიერდება

ექიმი არ ვარ, მაგრამ მგონია, თუ ადამიანს სჯერა, თუ მტკიცეა, მისი იმუნური სისტემაც ძლიერდება, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააღდგომო ლიტურგიისას ეკლესიაში იყო დაცული დისტანცია.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც სასულიერო პირი ასეთი წესრიგის, რაც ტაძარშია, რომელიც ყოველთვის სანატრელი გვქონდა ხოლმე, რადგან ყოველთვის ძნელია ამ რეგულაციების დაცვა. ვიცი ადამიანები, რომლებმაც საათ ნახევარი, ორი საათი ფეხით აირეს, რომ მოსულიყვნენ. 2 საათი ფეხით იარეს, აქ დარჩნენ, ახლა 6 საათამდე აქ უნდა იყვნენ, აქედან სახლში კიდევ ფეხით უნდა წავიდნენ. ასეთ შრომას რომ გასწევს ადამიანი, რატო? რისი გულისთვის?! გასართობად მოდის ახლა აქ ადამიანი თუ რა?! ადამიანი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცისთვის მოდის და ასეთი რაღაც რომ მოხდება, როგორ შეიძლება აქედან მერე პანდემია და ეპიდემია გავრცელდეს, პირიქით, ექიმი არ ვარ, მაგრამ მგონია, თუ ადამიანს სჯერა, თუ მტკიცეა, მისი იმუნური სისტემაც ძლიერდება“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics