20:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-13 19:01:45, 534 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოზარდები პოლონეთში იმყოფებიან

13 ივნის სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვებისთვის პოლონეთში ქ. ლუბლინის მერიამ მიღება გამართა.

მოზარდები ახალგაზრდულ ბანაკში იღებენ მონაწილეობას, რომელიც ხორციელდება პოლონეთის მოხალისეთა ცენტრთან თანამშრომლობით და მხარდაჭერილია ლუბლინის მერიის მიერ. მონაწილეებისთვის მომზადებულია სპეციალური გასართობი სპორტულ, კულტურული შემეცნებითი პროგრამა სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პოლონურ ისტორიას და კულტურას, მოისმინონ ლექციები სხვადასხვა საინტერესო თემებზე. მონაწილეობა მიიღონ სპეციალურ ვორქშოპებში და მოინახულონ პოლონეთის ღირშესანიშნაობები.

ბანაკში ასევე მონაწილეობას იღებენ ქართლოსის მხარდაჭერის ჯგუფის ახალგაზრდები და ბავშები უკრაინიდან და პოლონეთიდან.

მოზარდებს პოლონეთში მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ მასპინძლობს. მეგობრობის ხიდი ქართლოსის და პოლონური მოხალისეთა ცენტრის ინიციატივით მოწყობილი გასვლითი პროგრამა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. მოზარდები საქართველოში 18 აგვისტოს დაბრუნდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics