|
2020-04-17 11:05:24, 1321 ნახვა
საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - მე და ჩემი თანამშრომლები 3 თვეა ძირითადად, კლინიკაში ვცხოვრობთ, ასე რომ ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე და დავრჩეთ სახლში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია საზოგადოებას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სახლში დარჩენა აუცილებელია, რათა ქვეყანაში ვირუსის ზომიერი და კონტროლირებადი მატება შეანრჩუნდეს. „გარკვეულწილად ძალიან გამკაცრდა შეზღუდვები, რასაც იწვევს ის, რომ შიდა გავრცელება უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა თითქოს. ამიტომ, ეს თითქოს რომ არ გამყარდეს, ჩვენ შევინარჩუნოთ ზომიერი კონტროლირებადი მატება აუცილებელია დავემორჩილოთ ამ გამკაცრებულ ღონისძიებებს. გთხოვთ ყველას, რომ დავრჩეთ სახლში. ეს გვეხება თითოეულ ჩვენთაგანს. ჩვენი დაწესებულება უკვე მესამე თვეა ასეთ მდგომარეობაში ვართ. მე და ჩემი თანამშრომლები უკვე მესამე თვეა, ძირითადად ვცხოვრობთ ცენტრში. ჩვენი ცხოვრების წესი არის მხოლოდ სამსახური და გარკვეულ პერიოდში, ვისაც შეგვიძლია სახლში წასვლა. შეიძლება ეს იყოს ძალიან რთული ვიყოთ სახლში, მაგრამ ეს უნდა შევასრულოთ აუცილებლად. დავრჩეთ სახლში, რათა ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე. ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი და კარგი მომავალი. ძალიან გთხოვთ, დავრჩეთ სახლში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)