22:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 10:45:30, 1845 ნახვა

პოლიტიკა
აშშ, საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, 1.7 მილიონი დოლარით ეხმარება

საქართველო აშშ-სგან 1,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ჯანმრთელობის დაფინანსებას მიიღებს.

აღნიშნული დაფინანსება ქვეყანას დაეხმარება ლაბორატორიული სისტემების მომზადებისა და მოვლენებზე დაკვირვების გააქტიურებაში. ასევე, ტექნიკურად მომზადებასა და მზადყოფნისთვის, რისკების კომუნიკაციის გასაძლიერებასაც შეუწყობს ხელს და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბოლო 20 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა 3,6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია , მათ შორის, დაახლოებით, 139 მილიონი აშშ დოლარი ჯანმრთელობის დახმარება.

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) თითქმის 508 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს გადაუდებელი ჯანმრთელობის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის. ეს დაფინანსება ხელს შეუწყობს იმ კრიტიკულ ღონისძიებების გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს დაავადების გავრცელების კონტროლს“, - ვკითხულობს აშშ-ს დეპარტამენტის განცხადებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ კორონავირუსით დაზარალებულ 100-მდე ქვეყანას ეხმარება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics