|
2020-04-16 16:19:35, 1249 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარებას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცათ. სააგენტოს ბიუჯეტში დევნილი ოჯახების დახმარების მიზნით 100 000 ლარამდე გამოიყო. ამ ეტაპზე, დევნილთა სააგენტო იმ ოჯახებს ეხმარება, რომლებსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ. სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები იღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველად მომხმარების ნივთები სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი მანჯავიძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ გადასცეს. საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 1050 დევნილი ოჯახი მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)