|
2020-04-16 14:42:46, 1364 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი შალვა კეკელია - პასუხისმგებლობაზე თუ არის საუბარი, მარკეტები დაიხუროს, იქ ინფიცირებაზე ვინ აგებს პასუხს?
პასუხისმგებლობაზე თუ არის საუბარი, მარკეტები დაიხუროს, იქ ინფიცირებაზე ვინ აგებს პასუხს, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა.’ მისი თქმით, დისტანციის დაცვის შემთხვევაში ადამიანები დაზღვეულები არიან ამ სენისგან. „ჩვენ ყველანაირ დისტანციას ვიცავთ, რასაც გვეუბნება ჯანდაცვის სამინისტრო. ექიმები გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ 2 მეტრის რადიუსს დავიცავთ შიდა სივრცეში და ეზოში დაცული იქნება 1 მეტრი და თუ პირბადეები გვეკეთება ადამიანებს, დაცულები ვიქნებით. ამ სენისგან ადამიანი დაზღვეულია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვისზეა პასუხისმგებლობა, მაშინ მარკეტები უნდა დაიკეტოს. ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ მარკეტებში ადამიანები, რომ შედიან და საჭმელს იღებენ იქ რომ დაინფიცირება მოხდეს ვინ იღებს ამაზე პასუხიმგებლობას. გვეტყვიან, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას. მაშინ რას ნიშნავს, დავკეტოთ აფთიაქები, დავკეტოთ მაღაზიები და ადამიანები დავტოვოთ საკვების გარეშე? ამიტომ, პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია. ყველას ვეუბნები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირების დაცვა“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)