06:01 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 12:38:32, 1248 ნახვა

საზოგადოება
REDMED-ი საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

ციფრული სამედიცინო სერვისების პლატფორმა  REDMED-ი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისათვის  დისტანციურ სამედიცინო სერვისებს ხელმისაწვდომს ხდის. ამასთანავე მათთვის, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თერაპევტის/ოჯახის ექიმის და პედიატრის აუდიო კონსულტაცია უფასო იქნება.

REDMED-ის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივებაა, რაც გულისხმობს შესაძლებლობას - მომხმარებელმა დისტანციურად, მარტივად მოძებნოს  ექიმი, მიიღოს ვიდეო ან აუდიო კონსულტაცია და გამოიძახოს ექიმი სახლში.

„კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის მნიშვნელოვანია კომპეტენტურ ექიმებთან დაკავშირება და კონსულტაციის დისტანციურად მიღება. სწორედ ამიტომ REDMED-ში გადავწყვიტეთ, მათთვის პლატფორმაზე რეგისტრაციის პროცესი შეგვეცვალა. ამ ეტაპზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია ქართული მობილური ნომრის მითითება, თუმცა ჩვენ შევიმუშავეთ ახალი მეთოდი, რომელიც გვერდს უვლის ამ საჭიროებას", - აცხადებენ REDMED-ში.

რეგისტრაციისთვის მომხმარებელმა  კითხვარი უნდა შეავსოს და მიჰყვეს ინსტრუქციას.

REDMED-ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც აპლიკაციის ბეტა ვერსიით, ისე ვებ-გვერდის - www.redmed.ge-ს საშუალებით.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics