|
2020-04-15 23:01:47, 1587 ნახვა
საზოგადოება
შსს - საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა ძალაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დადგენილი წესების შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში სრულად გააკონტროლებს მიმოსვლის პროცესს. "საკონტროლო გამშვები პუნქტები თითოეული ამ ქალაქის შესასვლელებსა და გასასვლელებში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებენ და აკრძალულია იმ პირთა შესვლა, ვინც რეგისტრირებული არ არიან ამ ტერიტორიულ ერთეულებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)