|
2020-04-15 21:25:56, 1554 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი - 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება
„საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა დავრჩეთ სახლში, არ დავარღვიოთ კანონი. „Covid-19 არის გლობალური გამოწვევა და უმძიმესი კრიზისი მთელი მსოფლიოსთვის. აქამდე ჩვენ მოვახერხეთ ვირუსის გავრცელების შენელება. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ექიმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების, პოლიციელების, მებაჟეების, მესაზღვრეების და ყველა იმ ადამიანის ერთობლივი დამსახურება, ვინც ამ უხილავ მტერთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. მოგეხსენებათ, უკვე საქართველოშიც მატულობს შიდა გავრცელების შემთხვევები, მნიშვნელოვნად ფართოვდება კლასტერები და უფრო და უფრო მეტად იზრდება შესაძლო შემთხვევათა რაოდენობა. ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს, მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი და სულ უფრო მკაცრდება შეზღუდვები. დღეს, თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია პირველ რიგში ერთმანეთის წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა დავიცვათ კანონი და ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის არის დაწესებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)