05:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 18:28:31, 1503 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საწარმოებში დასაქმებულებმა თავი დაცულად იგრძნონ, მენეჯმენტმა კი უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფთან ერთად, შემოწმების მიზნით „აჭარა ტექსტილის" ბათუმის საწარმოს ესტუმრა. 

"აჭარა ტექსტილის" საწარმო ერთ-ერთია იმ საწარმოებს შორის,  სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე პირბადე" მონაწილეობს.

ნათია თურნავას განცხადებით, „აჭარა ტექსტილის" ბათუმის საწარმოში ვიზიტის მთავარი მიზანი ინსპექტირების ჩატარებაა, თუ რამდენად ასრულებს საწარმო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ გაიდლაინებს. 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საწარმოს თითოეულმა თანამშრომელმა მუშაობისას თავი დაცულად, უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს, მენეჯმენტმა კი ვალდებულებები აღასრულოს და უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობები", - ნათია თურნავამ. 

მისივე თქმით, საწარმოში ვიზიტი პირადად მისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გადაეხადა მადლობა საწარმოში დასაქმებული მკერავებისთვის, რომელთა შეკერილი პირბადეებითაც მარაგდება ადგილობრივი ბაზარზი. 

„ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხა ბევრმა გიგანტმა სახელმწიფომ და დროულად დავიწყეთ პირბადეების წარმოება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ პრაქტიკულად, არც ერთი დღე არ იგრძნოს ბაზარზე პირბადეების ნაკლებობა.  როგორც იცით, პირველ ეტაპზე სააფთიაქო ქსელებს 700 ათასი პირბადე მივაწოდეთ, რომელიც  საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს, რაც სასიხარულოა.  პირბადე უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ  განუყრელ ატრიბუტად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მხრივ, ჩვენმა მოსახლეობამ არ იგრძნოს რაიმე სახის შეფერხება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics