12:01 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 17:28:19, 1364 ნახვა

კომენტარი
ალექსანდრე მოწერელია - თუ ასე გაგრძელდა ზუგდიდის ბაზრის დაკეტვა მოგვიწევს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონში მოქალაქეთა გადაადგილება გახშირდა, რის გამოც იძულებული არიან ბაზრის დახურვის საკითხი განიხილონ.

როგორც მან აღნიშნა, ისინი ვერ გამოიყენებენ პოლიციის სრულ რესურს ბაზრის გაკონტროლებაში, რადგან მათ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე უწევთ რეაგირების მოხდენა.

,,ქალაქში მომრავლებულია ავტომობილები,  ქუჩებში აღინიშნება ხალხმრავლობა, დაგვჭირდა პოლიციის სრული მობილიზება ბაზართან, სამწუხაროდ პოლიცის მოუწია ჯარიმების გამოწერაც! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ მოსახლეობას - დაიცვან დისტანცია.  ჩვენ ბაზრის ნაწილობრივ ამუშავების გადაწყვეტილება მივიღეთ სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე,  რომ მოსახლეობას ჰქონოდა საშუალება, ბაზარში შეეძინათ პროდუქტები. მაგრამ სამწუხაროდ ის რაც ხდება დღეს ბაზართან ძალიან ცუდია, გვიწევს ისევ პოლიციის ძალების მობილიზება  და ამ საქმეში მათი რესურსის დახარჯვა. ამ საკითხს განვიხილავთ პოლიციასთან ერთად, თუ პოლიცია ჩათვლის საჭიროდ, რომ სიტუაციის გაკონტროლება იქნება შეუძლებელი, ჩვენ მოგვიწევს ბაზრის დაკეტვა. მე ძალიან მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, გაითვალისწინონ იმ მეწარმეების მდგომარეობა ვინც ბაზარში არიან დასაქმებულნი, მათაც უჭირთ. არადა საუბარია ელემენტარული 2 მეტრიანი დისტანციის დაცვაზე და მოწესრიგებულად ბაზარში შესვლაზე.  ჩვენ ვერ გამოვიყენებთ პოლიციის სრულ რესურს ბაზრის გაკონტროლებაში, რადგან მათ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე უწევთ რეაგირების მოხდენა“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics