|
2020-04-15 15:56:37, 4061 ნახვა
სხვადასხვა
თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დასრულდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა. ქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღიდან საკვები პროდუქტების პაკეტი რეგისტრირებული აღსაზრდელების 89%-ზე გაიცა. მსოფლიო პანდემიის გამო შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესის პირობებში, ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს ორ კვირაში ერთხელ 10-12 სახეობის პროდუქტისგან დაფასოებული ნობათი ურიგდებათ. პირველ ეტაპზე, პროდუქტების გატანის სურვილი 85%-მა, ხოლო მეორე ეტაპზე 89%-მა გამოთქვა. „დავასრულეთ პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი. გაიცა 53 678 პაკეტი. აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე პროდუქტის მიღების მსურველ მშობელთა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა. პროცესი საკმაოდ შრომატევადია ბაღების პერსონალისთვის, რადგან პროდუქტების გაცემის ყოველი დღე დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებულ მთელ რიგ ღონისძიებებთან. მათ შორისაა, შენობისა და გასაცემი სივრცის სრული დეზინფექცია, პროცესის დოკუმენტური აღრიცხვა, პროდუქტის ხარისხის კონტროლი, პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ა.შ.“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ და ბაღების თანამშრომლებს, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში უწევთ მუშაობა, მადლობა გადაუხადა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი კი 19 მარტს დაიწყო. სოციალური პროექტის ფარგლებში, კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გარკვეული ნაწილი აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემა. პროექტის თითოეული ეტაპის ღირებულება 1 800 000 ლარია.
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)