|
2020-04-15 14:46:44, 1590 ნახვა
საზოგადოება
მამა ანდრია სარია - საპატრიარქო ეკლესიას საკუთარ თამაშში ითრევს
საკუთარ თამაშში ითრევს საპატრიარქო ეკლესიას, ეს სამწუხაროა, - ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეკლესია ასეთ თამაშში არ უნდა შედიოდეს, მას საკუთარი განცხადებები უნდა ჰქონდეს. „ეს იქნება სახელმწიფოსთვის დიდი დარტყმა, ხარაკირის ტოლფასი, საკუთარ თამაშში ითრევს საპატრიარქო ეკლესიას, ეს სამწუხაროა. ეკლესია ასეთ თამაშში არ უნდა შედიოდეს, მას საკუთარი განცხადებები უნდა ჰქონდეს, მაგრამ როცა გეუბნებიან, რომ მრევლი დარჩეს სახლში, ათასობით ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს. არსებობს უდიდესი რისკები და ამ დროს როცა გარეთ სკამებს სთავაზობ მრევლს, სადაც ლიტურგიის შემდგომ მაინც ერთად შეიყრება ხალხი, ეს იქნება სიკვდილის რისკის წინაშე დაყენება“, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)