|
2020-04-15 14:26:05, 1719 ნახვა
საზოგადოება
მამა შალვა კეკელია - მთავრობას ვთხოვ, აღდგომის ღამეს დისტანციის დაცვაში დაგვეხმარონ
მთავრობას ვთხოვ, აღდგომის ღამეს დისტანციის დაცვაში დაგვეხმარონ, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ „რუსთავი 2“, - თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარალელურად მომზადდება შენობა, სადაც დაახლოებით 2 ათასი ადამიანი დაეტევა აღდგომის ღამეს. „თქვენ ხედავთ დისტანცია როგორ არის დაცული. ჩვენ აღდგომა დღესაც ვაპირებთ ამ დისტანციის დაცვას. ჩვენ პარალელურად შენობასაც ვამზადებთ, სადაც დაახლოებით შესაძლებელია 2 ათასი ადამიანი დაეტიოს, სკამებასაც ვუმზადებთ ადამიანებს, ხმის გამაძლიერებებსაც დავამონტაჟებთ. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც მოვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ. პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ პირიქით, ამ ღამეს დაგვეხმარონ ამ დისტანციების დაცვაში. ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ის ბუნებრივია დაჯარიმდება. 21-დან 6-მდე არის კომენდატის საათი და ამ დროს ქუჩაში არავინ არ უნდა იყოს“, - განაცხადა შალვა კეკელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)