07:17 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 12:52:20, 1429 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო ერთჯერად ფულად დახმარებას 1500-მდე დევნილს გაუწევს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ერთჯერად ფულად დახმარებას 1500-მდე დევნილს გაუწევს, ქირის თანხით კი 141 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უზრუნველყოფს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, სააგენტოში არსებულმა კომისიამ მარტისა და აპრილის თვეებში გამართულ სხდომებზე მიიღო. 

ერთჯერადი ფულადი დახმარება, სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში  გაიცემა. კომისიამ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება, რომელიც კრიტერიუმებს შეესაბამებოდა დააკმაყოფილა.

ამასთან,  სააგენტოს მიერ ქირით უზრუნველყოფილ დევნილ ოჯახებს, რომლებიც  დამატებით მოკვლევას საჭიროებდნენ, დაფინანსება ავტომატურ რეჟიმში გაუგრძელდებათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics