|
2020-04-15 11:26:05, 1471 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მორწმუნე ადამიანი ქვეყნის წინაშე ორმაგად პასუხისმგებელია. როგორც მან „ფეისბუქ“ ჩართვისას აღნიშნა, საზოგადოებამ არსებული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისათვის. „ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში და დაიცვას კანონი. მე მგონია, რომ ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის. დარწმუნებული ვარ, რომ მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა. ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის, სხვების სიცოცხლისთვის. ისე როგორც არასდროს, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთად დგომა. ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვებრბძვით იმას, რასაც ვერ ვხედავთ. ეს არის კორონავირუსი, რომელიც არის სერიოზული პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის. ნახეთ რა ხდება სხვა ქვეყნებში, რამხელაა სიკვდილიანობა. ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ პრევენციული ღონისძიებების გატარება და ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად ბოლომდე შევინარჩნოთ ეს, ბოლომდე მივიდეთ ისე, რომ შემდეგ ღირსეულად გამოვიდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)