18:38 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 13:07:39, 2219 ნახვა

ეკონომიკა
თავდაცვის ძალებმა ქვეყნის მასშტაბით კონტროლის პუნქტებზე თერმოსკრინინგი 962 955 მოქალაქეს ჩაუტარეს

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით საკონტროლო გამშვები პუნქტების მუშაობაში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. 22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო ხსნარით 487 930 ავტომანქანა დაამუშავეს, ხოლო თერმოსკრინინგი 962 955 ადამიანს ჩაუტარეს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 75 საკონტროლო პუნქტია შექმნილი, რომლებსაც თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად აკონტროლებს.


უკვე რამდენიმე დღეა მკაცრად კონტროლდება ქობულეთის საკარანტინო ზონაც, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის II ქვეითი ბრიგადის სამხედროები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან.
საკარანტინო შეზღუდვებიდან გამომდინარე დასახლებულ პუნქტებში მხოლოდ სამედიცინო, სასურსათო და საბანკო დანიშნულების მანქანების გადაადგილება ხდება. აკრძალულია ადგილობრივი მოსახლეობის შესვლა და გამოსვლა. საგუშაგოებზე ავტომანქანების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება, აღრიცხვა და მოქალაქეების თერმოსკრინინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარასა და ლეღვაში 22-ე ბატალიონი და შსს-ს ძალები გადაადგილების შეზღუდვის ორ ძირითად პუნქტზე არიან მობილიზებული, ხოლო შემოვლითი გზების ბლოკირებას გადაადგილების შეზღუდვის მცირე ზომის 7 პუნქტზე უზრუნველყოფენ.


ამოცანის შესასრულებლად გასვლამდე ბატალიონის პირად შემადგენლობას სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდება. სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება მათი ეკიპირება და აღჭურვილობაც. საგუშაგოებზე მორიგეობის დასრულების შემდეგ კი, ბატალიონის მეთაური ხელმძღვანელობას ვიდეოკონფერენციის საშუალებით ყოველდღე აწვდის დეტალურ ინფორმაციას დეკონტამინირებული ავტომანქანებისა და იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომელსაც თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics