07:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 11:48:39, 1513 ნახვა

კომენტარი
საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის კრიტიკული პაციენტი გამოჯანმრთელდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანმა 62 წლის კირტიკული პაციენტის გაწერის შესახებ ჟრნალისტებს აცნობა.

მან ასევე განაცხდადა, რომ კიდევ ერთი 65 წლის პაციენტი დატოვებს დღის ბოლომდე კლინიკას.

ამ ეტაპზე კლინიკაში 85 პაციენტი გვყავს, აქედან 67 ინფიცირებულია.ჩვენ გვყავდა 62 წლის ქალბატონი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო კლინიკაში შემოყვანისას მისი მდგომარეობა ლეტალური იყო, ხოლო ამ ეტაპზე ის ეწერება კლინიკიდან გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში.

ასევე გამოჯანმრთელდა 65 წლის ქალბატონი , რომელიც ასევე რამოდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.

დანარჩენი პაციენტებიდან 5 იმყოფება რეანიმაციაში. აქედან მძიმე იყო 44 წლის, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა. გამოუვლინდა მწვავე ფილტვის დაზიანება. იგი იმყოფებოდა არა ინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე. ბოლო 48 საათში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტიილაციიდან. კლინიკურ-ლაბორატორიული და კუნთების კომპიუტერული კვლევებით დადგინა, რომ დაზიანების ნიშნები მკვეთრად შემცირებულია და პაციენტი გადადის თერაპიულ განყოფილებაში.

დარჩენილი 4 პაციენტი, რომელიც ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც გუშინ კრიტიკულად იყო დღეისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და ველოდებით უახლოეს საათებში მართვით სუნთქვიდან მოხსნას.

რაც შეეხება 9 კვირის ორსულს, მისი და ნაყოფის მდგომარეობა სტაბბილურია. სამი მოზარდის მკურნალობა პათოლოგიის გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს. ველოდებით პროტოკოლის მიხედვით 14 დღის გასვლას, კოვიდზე ტესტის აღებისათვის და იედმია გაეწერებიან.

ჩვენ გვყავს რამოდენიმე მედ პერსონალი. მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა , რომელთანაც მიდის მხოლოდ სიმფტომური მკურნალობა.

ველოდებით რამოდენიმე პასუხს ლუგარის ცენტრიდან “, - განაცხადა ლევან რატიანმა.  





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics