|
2020-04-13 18:21:27, 1405 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - კომპანიები იმიტომ იკეტება დროებით, რომ მალე გაიხსნას, თუ გავხსნით ხვალ, იძულებულები გავხდებით დავკეტოთ წლის ბოლომდე
„ეს კომპანიები იმიტომ იკეტება დროებით, რომ მალე გაიხსნას, თორემ გავხსნით ხვალ, მერე იძულებულები გავხდებით დავკეტოთ სექტემბრამდე ან წლის ბოლომდე. ამის გააზრება რთული რატომ არის ვერ ვხვდები. კომენდანტის საათით, ყველაზე პესიმისტური გათვლით, 9 საათიდან რა აქტივობებიც იყო, რა პროცენტიც, საერთო აქტივობების, იმდენი პროცენტით შემცირდა რისკები. უმრავლესობა მოსახლეობის რეკომენდაციებს ასრულებს კარგად და კეთილსინდისიერად და ამ ხალხმა არაფერი არ დააშავა, რომ ვიღაც ერთეულები თუნდაც სტუმრად მიდიან სადმე და რისკებს ზრდიან. ეს შემცირდა 9 საათის შემდეგ პერიოდში და შემცირდა რადიკალურად. ამ ღონისძიებების ჯაჭვმა გამოიღო ის შედეგი, რითაც მგონი ცოტა მოვეშვით ჩვენ დღეს და გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ მოდით, ხვალვე გავხსნათ ეკონომიკა. ხვალვე გავხსნით და სამწუხაროდ მოგვიწევს ახალ წლამდე დაკეტვა, იმიტომ, რომ შემთხვევები გაგვეზრდება ათჯერ და ოცჯერ",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა. მამუკა მდინარაძემ უპასუხა ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერებუ;ლ პრეტენზიებს კომენდანტის საათთან, კომპანიების დახურვასთან და საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ რიგ შეზღუდვებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, სწორედ ღონისძიებების ამ ჯაჭვმა გამიღო შედეგი და შესაბამისად შეამცირა რისკები. მისივე თქმით, ხელისუფლება ეფექტიანად მიჰყვება ეპიდემიოლოგების და დარგის სპეციალისტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს და ამ მიდგომამ რეალური შედეგები უკვე გამოიღო. „ეპიდემიოლოგები, შესაბამისი დარგის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ არის გარკვეული ღონისძიებები ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, მისი რისკის შესამცირებლად და ამ ღონისძიებებს მივყვებით სწრაფად და ეფექტიანად. ხომ არ სჯობია ასე ვიმსჯელოთ, რომ ახლა დავკეტოთ რისი დაკეტვაც შეიძლება და ერთ თვეში ვიმსჯელოთ მერე გახსნაზე, რომ ეკონომიკამ ნაკლები ზიანი მიიღოს. ეს არის მიდგომა და ამ მიდგომამ აქამდე სწორი შედეგი გამოიღო",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)