07:17 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 18:03:20, 1416 ნახვა

საზოგადოება
ყველა სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგი შევსებულია

12 აპრილიდან 30 ივნისამდე ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) რამდენიმე სასურსათო პროდუქტის ექსპორტის აკრძალვა საქართველოს ბაზარზე დეფიციტს არ გააჩენს.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  ლევან დავითაშვილი ახორციელებს.

სამინისტრო ქვეყანაში არსებულ სასურსათო მარაგებზე და მათ შევსებაზე, სავაჭრო ქსელებში პროდუქციით შეუფერხებელ მიწოდებაზე და ფასებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. გარდა ამისა, სამინისტრო მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით. დღეისათვის საქართველოში სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტი არერთი ქვეყნიდან ხორციელდება. მიუხედავად ამისა, დამატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე და ამ ბაზრებიდან იმპორტის განხორციელებაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics