|
2020-04-13 17:21:09, 1257 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ხუნდაძე - ახლა არ არის დასაკარგი დრო, ჩვენი ჩართულობა მაქსიმალური უნდა იყოს, რომ საზოგადოებას მივეხმაროთ
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში მიმდინარე ეპიდვითარება მიმოიხილა და ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში კომიტეტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, შემდგომი დღეები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მას ჭირდება სწორად დაგეგმარება, შესრულება და ადექვატური ქმედებები თითოეული მოქალაქის მხრიდან. „საქართველოში ვითარება შედარებით მსუბუქი სცენარით მიდის, ეს განაპირობა ძალიან დიდმა შრომამ და უდიდესმა ფინანსურმა დანახარჯმა. ჩვენთან ამ დროისთვის 266 ადამიანს აქვს დადასტურებული ვირუსი, აქედან 67 გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ არის 3 გარდაცვლილი, მაგრამ საერთო ეპიდვითარებიდან ეს დაბალი მაჩვენებელია. ზოგადად ეს პროცესი სამ ფაზას შეიცავს: ერთი არის შეკავების ფაზა, რომელიც ჩვენ აქტიურად გავიარეთ და ყველა შემდგომი ფაზის სიმძიმეს განაპირობებს მის წინა ფაზას როგორ გავივლით. ჩვენ გავიარეთ შეკავების ფაზა სწორად და ამიტომ სცენარიც პრეკრიზისულის არის შედარებით მსუბუქი, მაგრამ წინ გვაქვს კრიზისული ფაზა და გარდა იმისა, რომ ჩვენ სწორად უნდა დავგეგმოთ და შევაფასოთ ვითარება, შესაბამისი უნდა იყოს ქმედებებიც და რეკომენდაციების შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჩვენ მივიღოთ კატასტროფული შედეგიც კი. შემდგომი დღეები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მას ჭირდება სწორად დაგეგმარება, შესრულება და ადექვატური ქმედებები თითოეული მოქალაქის მხრიდან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. კომიტეტის თავმჯდომარემ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში კომიტეტის როლსა და კომიტეტის წევრების მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. „რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორს - ჯანდაცვის კომიტეტი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ ზედამხედველობა განვახორციელოთ ჰოსპიტალურ სექტორზე. კრიზისულ ფაზაში წინა ხაზზე იქნებიან ექიმები, ამიტომ ჰოსპიტალური სექტორის მზაობას აქვს შეუცვლელი და უდიდესი მნიშვნელობა. ჩვენ პრაქტიკულად ყველა რეგიონი გავიარეთ, დაგვრჩა მხოლოდ რაჭა-ლეჩხული და სამცხე-ჯავახეთი. შევაფასეთ არსებული ვითარება და ყურადღებას ვაქცევთ როგორც ინფრასტრუქტურულ მზაობას, ასევე აღჭურვას, ინდივიდუალური დაცვის მარაგებს, მედპერსონალის გადამზადებას და დატრენინგების პროცესს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. დიმიტრი ხუნდაძემ პროცესების განვითარების შესაძლო სცენარებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდა ნახტომისებურად მოხდება, მაშინ შესაძლოა ჯანდაცვის სისტემას შესაბამისი რესურსები არ აღმოაჩნდეს. „ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ რათა არ იყოს ნახტომისეული ზრდა. არსებობს სხვადასხვა სცენარი და შესაძლებელია თეორიული სცენარი პრაქტიკულად იქცეს თუ ჩვენ არ გვექნება შესაბამისი მოქმედებები. ჩვენ თუ მივიღებთ ნახტომისეულ ზრდას შესაძლოა ჯანდაცვის სისტემას ვერ აღმოაჩნდეს შესაბამისი რესურსი. ახლა არ არის დასაკარგი დრო და ჩვენი ჩართულობა მაქსიმალური უნდა იყოს, რომ საზოგადოებას მივეხმაროთ. დღეს ამ მოცემულობაში აუცილებელია სწრაფად გავზომოთ და გადავჭრათ საკითხი, რათა არ დადგეს არასასურველი შედეგი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)