|
2020-04-13 16:31:31, 1236 ნახვა
საზოგადოება
EMC - სოცმუშაკების ტრანსპორტირების პრობლემა მოუგვარებელია
EMC(ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) და „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“, ეხმიანებიან საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობისას სოციალური მუშაკების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მათი საჭიროებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. ამ ეტაპზე, სოცმუშაკებს რთულ შრომით პირობებში უწევთ მუშაობა. მიუხედავად არსებული მდგომარეობის დასარეგულირებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ცალკეული ნაბიჯებისა, სოციალური მუშაკების წინაშე გარკვეული პრობლემები რჩება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრანსპორტირების საკითხი, რომელიც დიდი ხანია სოციალური მუშაკების გამოწვევაა და საჯარო ტრანსპორტის აკრძალვასთან ერთად, კიდევ უფრო გამწვავდა. დღეს, სოციალურ მუშაკებს ბენეფიციართან გადაუდებელი ვიზიტის საჭიროებისას საკუთარი ხარჯებით უწევთ ტაქსით გადაადგილება. სოციალური მუშაკების როლი COVID – 19-ის ეპიდემიის მიმდინარეობისას უმნიშვნელოვანესია. იქიდან გამომდინარე, რომ მათი უშუალო სამუშაო მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერაა. სოციალური მუშაკების ეფექტიან რეაგირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს კრიზისის პირობებში კიდევ უფრო გამწვავებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე მდგარი ადამიანების გადარჩენისთვისაც კი. მივმართავთ მთავრობას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აღმოფხვრან სოციალური მუშაკების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული გამოწვევები და სამსახურებრივი საჭიროებისათვის მათი უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოს;
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)