07:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 15:56:25, 1115 ნახვა

კომენტარი
მათიკაშვილი ოქრუაშვილის განაჩენზე - სასამართლომ ოქრუაშვილის პარლამენტში ძალადობრივად შეჭრის მცდელობა დაადასტურა, რაც საზოგადოებამაც იცოდა

მოხდა ის, რაც საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა, სასამართლომ დაადასტურა ოქრუაშვილის პარლამენტში ძალადობრივად შეჭრის მცდელობა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილისათვის გამოტანილ სასამართლო განაჩენს.

მისი თქმით, პოლიტიკა არ ერეოდა და არც არასდროს ჩაერევა მართლმსაჯულების საქმეში.

„დღეს მოხდა ის, რაც საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა. დღეს სასამართლომ დაუდასტურა ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტში ძალადობრივად შეჭრის მცდელობა. ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი შეთანხმება, რომ პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს მართლმსაჯულების საქმეში და სწორედ, ამ შეთანხმების დაცვა ხდება ჩვენი მხრიდან, რადგან არც აქამდე, არც დღეს და არც ამის შემდეგ, პოლიტიკა არ ერეოდა და არ ჩაერევა მართლმსაჯულების საქმეში, ხოლო ის, რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ისედაც კარგად არის ცნობილი, უბრალოდ ამის სასამართლო წესით დადასტურება მოხდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics