07:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-12 13:31:05, 1336 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი ერთეულის ჩაკეტვის შესახებ - გადაწყვეტილებებს სპეციალისტების რჩევის საფუძველზე ვიღებთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ქობულიეთის მმუნიციპალიტეტის ოთხი ერთეულის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება, კონკრეტული სპეციალისტების რჩევის საფუძველზე მოხდა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგების დასკვნის შემდეგ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და მოსახლეობას ჩვეულ რეჟმში ექნება საშალება შეიძინონ, როგორც სურსათი ასევე მედიკამენტები.

„ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ კონკრეტული სპეციალისტების რჩევის საფუძველზე.  გუშინ მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდით ეპიდემიოლოგების დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გარკვეულწილად ემოციურად ან თუნდაც პოლიტიკურად მივიღოთ მსგავსი გადაწყვეტლებებები, ხოლო ოპოზიცია საერთოდ გააზრებაში არ არის ეპიდრისკის, ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ გავაგრძელებთ გადაწყვეტილებების მიღებას ისე როგორც აქამდე ვიღებდით და მოვუსმენთ დარგის სპეციელისტებს.

საავადმყოფოსთან დაკავშრებით გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები, როგორც იზოლაციის ნაწილში ასევე დამატებით სპეციალური ღონისძიებები. შეზღუდვები ეხება  როგორც შესვლას ასევე გამოსვლას, დაწესებულია მკაცრი კონტროლი. სურსათის მომარაგების კუთხით, სოფლის მეურნებონის მინისტრს კოლეგებთან ერთად დაევალა გაატარონ ყველა ის ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს საკმარისი სურსათის არსებობას, ამ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში. მოქალაქეებს, ჩვეულ რეჟიმში კონტროლის გავლის შემდეგ ექნებათ საშალება, როგორც მედიკამენტების ასევე სურსათის შეძენის.

რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს, ეს უნდა დაექვემდებაროს კონკრეტულ რეგლამენტს რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის შემუშავებული.

ყველა სავარუდო ინფექციის კერა შესწავლის ეტაპზეა და ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრები ამის შესახებ გააკეთებენ დასკვნებს და ჩვენც ამით ვიხელმძღვანელებთ“.- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics