|
2020-04-11 15:24:24, 1596 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მთის მოსახლეობას აუცილებელი პროდუქტები ჩაუტანა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით გეგმიური რეისი შეასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მესაზღვრეების როტაციისა და მათთვის აუცილებელი ტვირთის ტრანსპორტირების გარდა, სასაზღვრო ავიაცია ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურა. „სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით კახეთის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა თუშეთის სოფლების 25-მდე ოჯახს ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტები ჩაუტანა. სასაზღვრო ავიაციის გეგმიური რეისი ხევსურეთის მიმართულებითაც შესრულდა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ პირიქითა ხევსურეთის სოფლებში მცხოვრებ 50-მდე ოჯახს პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები ჩაუტანა. რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთის, შატილისა და არხოტის სოფლები გარე სამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია და მოსახლეობასთან კომუნიკაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით ხდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)