|
2020-04-11 13:28:46, 2051 ნახვა
მსოფლიო
ფილადელფია, ვაშინგტონი და ბალტიმორი კორონავირუსის გავრცელების მომავალ ცხელ წერტილებად მოიაზრებიან
ექიმი ბრიქსი აცხადებს, რომ ფილადელფიას, ვაშინგტონსა და ბალტიმორს ყურადღებით აკვირდებიან, რადგან შიშობენ Covid-19-ის აფეთქების შემდეგი ცხელი წერტილები გახდებიან. ექიმი დებორა ბრიქსი, თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის დეპარტამენტიდან, აცხადებს, რომ ოფიცოალური პირები შეშფოთებულები არიან ვაშინგტონის, ბალტიმორის და ფილადელფიის მდგომარეობით. 1400-ზე მეტს ადამიანს Covid-19 დაუდგინდა ვაშნგტონში, 27 კი გარდაიცვალა. ფილადელფიაში 87 გარდაცვალების ხოლო 4700 დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ბალტიმორში კი 13 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 866 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. გასულ კვირას ექიმმა ბრიქსმა შემაშფოთებელ ზრდაზე ისაუბრა, ჩიკაგოსა და დეტროიტში, ასევე პენსილვანიასა და კოლორადოს შტატებში. ბალტიმორი, ვაშინგტონი და ფილადელფია Covid-19- ის მომავალ ცხელლ წერტილებადმოიაზრებიან. დებორა ბრიქსი აცხადებს, რომ ამ სამ შტატს ოფიციალური პირები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. „ჩვენ მათ ვაკვირდებით, რადგან ამ ადგილებში სტატისტიკა შემაშფოთებელია“, - განცხადა ექიმმა ბრიქსმა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თუ მოსახლეობა გააგრძელებს კარანტინის წესის მკაცრად დაცვას, მონდომება, რაც ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოიჩინეს, გამოიღებს შედეგს და ისეთივე ვირუსული პიკი, როგორიც ნიუ-იორკში, კონექტიკუტში, ნიუ-ჯერსისა და როდ აილენდში გვაქვს აქ არ იქნება. ოფიციალური პირების განცხადებით ვაშნგტონი ვირუსყლი პიკის ადრეულ სტადიაზეა“, - განაცხადა თეთრი სახლის Covid-19-თან ბრძოლის კოორდინატორმა დებორა ბრიქსმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)