|
2020-04-11 10:54:16, 11965 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოს სამ მოქალაქეს კორონავირუსი თურქეთში დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, სამივე მათგანი უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების შემთხვევას უკავშირდება. „236 დადასტურებული შემთხვევიდან გვყავს 3 შემოტანილი შემთხვევა. ეს ნიშნავს, რომ 3 პაციენტს კოვიდინფექცია თურქეთში დაუდასტურდა. ჩვენ სამკურნალო დაწესებულებაში გვემატება, მაგრამ, ისინი ცალკე უნდა განვიხილოთ. ამიტომ 233 შემთხვევა გვაქვს საქართველოში დადასტურებული“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მთავრობის მიერ შექმნილ ვებ საიტზე, StopCoV.ge-ზე არსებულ მონაცემებს დაემატა ახალი გრაფა, სადაც საქართველოში სამკურნალოდ უცხოეთიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების მაჩვენებელი ჩანს. ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4672 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 373 პირი რჩება. ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)