08:33 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-10 17:23:42, 1584 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სამშენებლო კომპანია „არქიმ“ რესპირატორული ნიღბები უსასყიდლოდ გადასცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სამშენებლო კომპანია „არქიმ“ რესპირატორული ნიღბები უსასყიდლოდ გადასცა. N95-ის ტიპის სამედიცინო ნიღბები სასწრაფო დახმარების მედპერსონალს დაურიგდება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. ვფიქრობ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა მხარი დავუჭიროთ სასწრაფო დახმარების მედპერსონალს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პერსონალი სრულად არის აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics