19:56 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-10 14:09:23, 2915 ნახვა

ეკონომიკა
#თიბისიშენთვის ფარგლებში, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის სპეციალური ბარათი შეიქმნა

პროგრამის - #თიბისიშენთვის  ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი სადისტრიბუციო კომპანიებს ინოვაციურ პროდუქტს - სადისტრიბუციო ბარათს სთავაზობს.

თუ აქამდე, დისტრიბუტორებს და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს პროდუქციის მიღების დროს ნაღდი ფულით ანგარიშსწორება უწევდათ, 15 აპრილიდან, მათ შესაძლებლობა ექნებათ  ანგარიშსწორება უსაფრთხო ალტერნატივით -  ბარათით გადახდით ჩაანაცვლონ.

ინოვაციური პროდუქტით სარგებლობისთვის, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა  სპეციალურად მათთვის შექმნილი ბარათი, ხოლო მეწარმეებმა პოს-ტერმინალი უნდა გამოიყენონ, რომელსაც სადისტრიბუციო გადახდის ფუნქციონალი დაემატება.

თიბისის გადაწყვეტილებით,  ყველა სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ბარათს მიმდინარე წლის 1 ივნისამდე აიღებს, ერთი წლის განმავლობაში ბარათის საკომისიო გადასახადისგან განთავისუფლდება. გარდა ამისა, სადისტრიბუციო კომპანიებს, რომლებიც უნაღდო ანგარიშსწორების ახალ შესაძლებლობას გამოიყენებენ, სადისტრიბუციო ტრანზაქციბზე დარიცხული საკომისიო გადასახადი 1 ივნისამდე  გაუუქმდებათ. დამატებითი ხარჯების გარეშე იქნება შესაძლებელი სავაჭრო ობიექტებში არსებულ პოს-ტერმინალებზე შესაბამისი ფუნქციონალის გააქტიურებაც.

სადისტრიბუციო კომპანიებმა ბარათის მისაღებად 15 აპრილიდან კორპორატიულ ბანკირებს  უნდა მიმართონ ან განაცხადი თიბისის სატელეფონო ცენტრით (032 2 27 27 27)  დააფიქსირონ. სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს პოს-ტერმინალზე ფუნქციონალის დამატების მოთხოვნის შესახებ განაცხადის დაფიქსირება  ასევე   თიბისის ცხელ ხაზზე შეუძლიათ.

სადისტრიბუციო ბარათისა და პოს-ტერმინალზე აღნიშნული ბარათით ანგარიშსწორების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: 

https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/distribution-card





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics