08:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-10 13:40:33, 1225 ნახვა

კომენტარი
თურნავა საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე - ეს არ არის მოდური აქსესუარი, ეს არის პირადი დაცვის საშუალება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბედეები არ არის მოდური აქსესუარი, ის პირადი დაცვის საშუალებაა.

მისი თქმით, ქართული წარმოების პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი.

„რაც შეეხება პირბედეების ვიზუალურ მხარეს, პირველ რიგში, ყველას უნდა გვახსოვდეს და მოსახლეობასაც ძალიან კარგად ესმის, რომ პირბადე დღეს არ არის რაიმე ისეთი მოდური აქსესუარი. ეს არის პირველ რიგში, პირადი დაცვის საშუალება, რაც თითოეულ ჩვენგანს გვიცავს ეპიდემიისგან და აუცილებელია ტარებისთვის. ჩენ ყველას ძალიან გაგვიხარდება, როდესაც გადავლახავთ ამ გამოწვევას, მოვერევით კორონავირუსს და დადგება ის დრო, როდესაც პირბადეს ჩვენ შევხედავთ მხოლოდ და მხოლოდ როგორც დიზაინერულ ატრიბუტს და არა ასეთ უმნიშვნელოვანეს ნივთს, რომელიც დღეს ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იცავს. თუმცა, გემოვნებაზე არ დაობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი, რაც მთავარია იკერება დღეს საქართველოში. ათასამდე ადამიანს ვასაქმებთ ჩვენ სამკერვალო ფაბრიკებში ვინც არიან დღე და ღამე ჩართულები ამის კერვაში. ჩვენთვის, ეს ქართული წარმოების პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics