|
2020-04-10 13:35:45, 1431 ნახვა
საზოგადოება
თურნავა - ერთ-ერთ ქსელში უკვე ამოიყიდა პირბადეების 70%, ვეცდებით სწრაფად შევავსოთ მარაგები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ერთ-ერთ ქსელში უკვე ამოიყიდა პირბადეების 70% და სხვა ქსელებშიც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მისი თქმით, სამინისტრო იზრუნებს პირბადეების მარაგები სწრაფად შეივსოს, რადგან ხდება მათი დიდი რაოდენობით შეკერვა. „მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი დღეა, რაც ჩვენ პირველი პარტია 400 ათასი პირბადე შევიტანეთ საქართველოს სააფთიაქო ქსელებში, მოთხოვნა მართლაც დიდია. ჩვენც შემოგვდის ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ქსელიდან უკვე 70% ამოიყიდა და სხვა ქსელებშიც არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა. კარგია რომ ადამიანებმა გაითვითცნობიერეს, რომ აუცილებელია პირადი საშუალებების ტარება და შეძენა. ჩვენ ძალიან სწრაფად ვეცდებით, რომ შევავსოთ ეს მარაგები იმიტომ, რომ ჩვენ ვკერავთ საკმაოდ დიდ რაოდენობას. ვფიქრობთ, მაქსიმალურად შევძლებთ, რომ ვუპასუხოთ ამ მოთხოვნას ბაზარზე. ამაზე სამინისტროში მთელი ჯგუფი მუშაობს და გვაქვს ინფორმაცია ყველა სააფთიაქო ქსელიდან და ვთანამშრომლობთ მათთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, რაც შეეხება ხარისხს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქართული წარმოების პირბადე შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში. „პირბადის დამზადებისთვის გამოყენებული ნედლეულის მასალა კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციითა და მათ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასევე დოლბანდის თვისებების გათვალისწინებით. შეირჩა ყველა ოფიციალური დასკვნა ამასთან დაკავშირებით ყოველთვის გვაქვს და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვართ, ქართული წარმოების პირბადე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)