20:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 12:48:04, 373 ნახვა

საზოგადოება
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ზვიად სიჭინავამ ორიგინალური ნაბიჯი გადადგა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის შეფასებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ორიგინალური ნაბიჯი გადადგა. 
ამის შესახებ ხეჩიკაშვილმა სიჭინავას მიერ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.  
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორიგინალური ნაბიჯი სიჭინავას „სტილშია“.
„ბატონი ზვიადი ყოველთვის ორიგინალობით გამოირჩეოდა და ახლაც ორიგინალური ნაბიჯი გადადგა, ეს მის სტილშია. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ახლა საფეხბურთო საზოგადოება კარს მომდარი არჩევნებისთვის უნდა  ემზადებოდეს“,-განაცხადა ხეჩიკაშვილმა. 
ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ UEFA-ს სუპერთასის ფინალის დასრულების შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების თარიღს უახლოეს დღეებში დაასახელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics