08:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 18:52:57, 1348 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი: ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ საქართველოს სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა, რაც საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ COVID-19-ის გამოწვევას

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ეხმაურება პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილს და მათ მხარდაჭერისთვის   მადლობას უხდის.

 „ძალა ერთობაშია - ამ სულისკვეთებითა და ერთსულოვნებით  სავსე  მხარდაჭერის წერილი მიიღო დღეს საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა მოსახლეობამ პარტნიორი დონორი ორგანიზაციებისგან. აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,  ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არიან უზრუნველყონ საქართველოს სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა, რაც საშუალებას მოგვცემს გავუმკვავდეთ COVID-19-ის გლობალურ გამოწვევას და მის შედეგებს. ამ დღეების განმავლობაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ჩვენ აქტიურად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით ჩვენს დონორებთან ერთად იმ შესაძლო ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც გამოყოფენ ჩვენი პარტნიორები საქართველოსთვის და რომელიც დაგვეხმარება გავაგრძელოთ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდასაჭერად.  კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო მათ ამ თანადგომისა და იმ ნაბიჯების პოზიტიურად შეფასებისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე დღეებიდან გადადგა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით", - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომლის შეფასებაც ფინანსთა სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics