|
2020-04-09 18:08:22, 8812 ნახვა
ომი უკრაინაში
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული
„სახელმწიფო მინისტრის თქმით, სხვადასხვა წყაროთი აფხაზეთის რეგიონში უკვე COVID-19-ით ინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა არ არსებობს აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ ეს ზუსტი მონაცემებია“, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე პირი არის კარანტინში მოთავსებული. „სახელმწიფო მინისტრის თქმით, სხვადასხვა წყაროთი აფხაზეთის რეგიონში უკვე COVID-19-ით ინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა არ არსებობს აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ ეს ზუსტი მონაცემებია. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან, რამდენიმე პირი არის კარანტინში, გაგრაში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კომენდანტის საათია გამოცხადებული. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ მონაცემებზე ვერ გვექნება ასპროცენტიანი გარანტია, რომ ეს აბსოლუტურად ზუსტი მონაცემებია. იმიტომ, რომ ოკუპაციის მდგომარეობის გამო მათი ვერიფიკაცია არ ხდება, იგივე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიერ. თუმცა, ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა საფრთხის დონე აწეულია ერთი საფეხურით, რამდენადაც ჩვენი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ პირებს საკმაოდ ბევრი კონტაქტი ჰყავთ და ეხლა აუცილებელია, რომ ადგილზე დროულად მოხერხდეს ამ კონტაქტების კვლევა, იდროული ზოლირება და შემდგომი გავრცელება შეკავდეს. დღეის მდგომარეობთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან იმყოფება 80-მდე პირი, ამ პირებს შორის არიან ერთი COVID-19-ით ინფიცირებული, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი პირები, რომლებიც არიან საკარანტინო ზონაში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)