20:59 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 14:25:15, 1306 ნახვა

კომენტარი
გომელაური - შევჯერდებით ისე, რომ კანონს არ დავარღვევთ არც ჩვენ და არც ეკლესია

ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ვიზიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრიარქოსთან თანამშრომლობენ და ერთად მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

„რომ გითხრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატრიარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-მეთქი, არა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის შესახებ. გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გომელაურმა.

შეკითხვაზე, სააღდგომო ღამისთევაზე მისული მრევლი დაჯარიმდება თუ არა, ვახტანგ გომელაურმა  უპასუხა: „კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო".

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ზახაროვამ თბილისში რუსული ენის დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეებს „ექსტრემისტების ხროვა“ უწოდა
ირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთში ვიზიტი საქართველოსთან ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს
ანი წითლიძე - სანამ გადაწყვეტილებებს სამი ადამიანი იღებს და უმეტესობა მათ შესახებ Facebook-დან იგებს, პარტია მუდმივ კრიზისში იქნება
სააკაშვილმა განმარტა, თუ რატომ უჭერს მხარს ნანუკა ჟორჟოლიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics