|
2020-04-08 19:58:41, 21622 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს პნევმონია აქვს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს პნევმონია აქვს. როგორც მან აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოში, დღეს საღამოს, კორონავირუსზე 7 პაციენტის პასუხს ელოდებიან. „ჩვენი ცენტრიდან დღეს საღამოს კვლავ ველოდებით 7 პაციენტის პასუხს. რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ შეგვემატა საკმაოდ ბევრი პაციენტი. ამ პაციენტებიდან მეტ-ნაკლებად დინამიკაში მათი მდგომარეობა გაუარესდა. გამოვლინდა თანდათანობით პნევმონია. ჩვენ გვყავდა 2 პაციენტი მძიმე პნევმონიით და ამ ეტაპზე შეგვემატა 5 პაციენტი. ამ პაციენტებთანაც გამოვლინდა პნევმონია. ეს პნევმონია ჯერჯერობით პროგრესირებს და ვნახოთ დაწყებული მკურნალობის ფონზე თუ პროგრესირება გაგრძელდება, მაშინ სტაბილიზაციის შემდეგ ალბათ დაგვიდგება გამოჯანმრთელება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)