|
2020-04-08 15:24:08, 1204 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი - მკაცრად გაკონტროლდება ყველა საწარმო, რომელსაც უფლება აქვს მიღებული იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში
ყველა ის საწარმო, რომელსაც აქვს უფლება მიღებული, იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაკონტროლდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა. მისი თქმით, შემოწმდა რამდენიმე ათეული საწარმო და შემოწმებას ერთობლივად რამდენიმე უწყება აწარმოებს. „ანალოგიური კონტროლი მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტებზე. შემოწმებული იქნა 100-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა, ამაში მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც. გვქონდა შემთხვევები, როცა სრულად იყო დაცული რეგულაციები, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების ზომები ვერ იქნა უზრუნველყოფილი და მიღებული იქნა აღნიშნული მშენებლობების შეჩერების გადაწყვეტილება, ვიდრე ისინი სრულად არ დააკმაყოფილებენ უსაფრთხოების ყველა პროტოკოლს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)