20:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 22:53:13, 517 ნახვა

საზოგადოება
უეფა-ს სუპერთასის მატჩის დაწყებამდე "დინამო არენაზე" საზეიმო ღონისძიებები გაიმართა

უეფა-ს სუპერთასის მატჩის დაწყებამდე "დინამო არენაზე" შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

გახსნის ცერემონია ქართული ხალხური ცეკვით დაიწყო. ამის შემდეგ ორივე გუნდი გამოვიდა მინდორზე და შესრულდა უეფა-ს სუპერთასის ჰიმნი. ცერემონიაზე ასევე ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრა, 1000 ბავშვის, ფეხბუთელების, მსაჯებისგან და სხვა პირებისგან შემდგარი.

გახსნის ღონისძიებაზე წარსდგა ცეკვის ანსამბლი "ერისიონი", რომელიც წელს  130 წლის იუბილეს აღნიშნავს. წარმოდგენაში დაახლოებით 200 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა - მოცეკვავეებმა, მოზარდებმა და ბავშვებმა.

შემდეგ მოზარდებმა მოედანზე შემოიტანეს უზარმაზარი დროშები უეფა-ს ევროპა ლიგისა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასების და უეფა-ს სუპერ თასის ლოგოს გამოსახულებით, ასევე სამგანზომილებიანი ფორმატის ასოებით დაწერილი გუნდების სახელები და დევიზი "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს".

ღონისძიებაზე დათო ფორჩხიძის სტუდიის ბავშვებმა ჯონ ლენონის სიმღერა Imagine შეასრულეს.

უეფა-ს სუპერთასის მატჩში, "დინამო არენაზე" ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" უპირისპირდებიან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics