|
2020-04-08 14:57:03, 1135 ნახვა
საზოგადოება
ზალკალიანი - ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ კი 10 მოქალაქე, რეისზე არ გამოცხადდა, რის გამოც მათი ჩანაცვლება მოგვიწია
ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ კი 10 მოქალაქე, რეისზე არ გამოცხადდა, რის გამოც მათი ჩანაცვლება მოგვიწია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა საელჩოებთან და საკონსულოებთან მუდმივად ონლაინ კავშირზე იყვნენ. „სპეცრეისების მიმართულებით უკვე გაცხადებული გრაფიკი არსებობს. ჩვენ გუშინ გვქონდა ათენიდან რეისი, 130-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა. ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ 10 მოქალაქე, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ბილეთი, არ გამოცხადდა ამ რეისზე და ამის გამო, ჩვენ მოგვიწია ძალიან სწრაფ რეჟიმში ის მოქალაქეები, რომლებიც იდგნენ რიგში მათი ჩანაცვლება. მიუხედავად ამისა, მაინც 3 ადგილი ცარიელი დარჩა. მინდა ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ იყონ მუდმივად ონლაინ კავშირზე ჩვენს საელჩოებსა და საკონსულოებთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)