|
2020-04-08 12:13:28, 19257 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. მისივე თქმით, ერთ-ერთ ფეხმძიმე ქალს 14 დღიანი ვადა ამოეწურა და მისი ანალიზები ლურარში განმეორებით ტესტირებაზე გაიგზავნება, რომლის პასუხიც დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. „პაციენტი, რომელიც არის 42 წლის და ჩვენს კლინიკაში ყველაზე ახალგაზრდა მძიმე პაციენტია, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს. რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, ერთ მათგანთან გავიდა მე-14-ე დღე, 24 კვირის ორსულთან, იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტი და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი. მეორე, 8 კვირის ორსულის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს. რაც შეეხება ბიჭუნას მდგომარეობას, მასთან არანაირი უარყოფითი კლინიკა არ გაგვაჩნია. ბავშვი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი. სულ გვყავს 27 პნევმონიის მქონე პაციენტი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია და მკურნალობენ ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)