|
2020-04-08 12:03:08, 19196 ნახვა
ომი უკრაინაში
მეცნიერები კორონავირუსის დასაძლევად ანტისხეულებზე ტესტებს ამუშავებენ
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეცნიერები ახალი ტიპის კორონავირუსის დასაძლევად, ანტისხეულებზე ტესტებს ამუშავებენ. ეურონიუსის ცნობით, ფრანგულ კომპანია NG Biotech-ში მსგავსს ტესტებს უკვე აწარმოებენ. ტესის მეშვეობით, პაციენტი ნახევარ საათში შეძლებს გაიგოს, მოიპოვა თუ არა მან იმუნიტეტი. დღესდღეისობით, აღნიშნულ ტესტებს მხოლოდ სამედიცინო ლაბორატორიები ფლობენ. კომპანია NG Biotech-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ 6 თვის განმავლობაში კომპანია გეგმავს 6 მილიონზე მეტი ტესტი დაამუშავოს. მისივე თქმით, კომპანია ეძებს მეთოდებს, რომ გამოსცეს კიდევ უფრო მეტი პროდუქცია, რადგან მოთხოვნა აღნიშნულ ტესტებზე, მაღალია. ანალიზის ჩასატარებლად, საკმარისია თითიდან აღებული სისხლის ანალიზი. შემდგომში, ბიოლოგიური მასალა უნდა განთავსდეს ტესტის ზოლზე და პასუხი იქნება მზად 15 წუთში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)