|
2020-04-07 22:26:09, 1654 ნახვა
საზოგადოება
გამყრელიძე ეკლესიაზე - ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, აკრძალულია ბევრი ადამიანის ერთად შეკრება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და წირვა-ლოცვას ტელევიზიის საშუალებით ადევნონ თვალი. ამის შესახებ გამყრელიძემ სააღდგომო ლიტურგიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. "ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. საგანგებო მდგომარეობით აკრძალულია ყველაზე მთავარი - ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლის.კანონი გვეუბნება, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს სამ ადამიანზე მეტი. აქედან გამომდინარე ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, რომ გამომდინარე იმ დიდი საშიშროებიდან ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის დღეს ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში, თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად, რამდენადაც შეგვიძლია... დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში. ეს არის ჩემი რეკომენდაცია. დავიცვათ მათი ჯანმრთელობა, ჩვენი ჯანმრთელობა. ეს იქნება ჩემი უმორჩილესი თხოვნა და რეკომენდაცია." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)