|
2020-04-07 20:01:32, 1456 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი - უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ის სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს, - ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა. „დღეს არის დიდი დღესასწაული ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს. ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს და უფალმაც აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უღვთოთ არაფერი ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება პავლოვს აკადემიკოსს, ნუთუ, თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო. პავლოვი იყო მღვდლის შვილი დედითაც და მამითაც და პავლოვმა უპასუხა, როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლსო, მორწმუნე კი არა, წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს. ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ის სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი!", - განაცხადა პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)